ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო დამცველთა სიმბოლური ნაკრებები დაასახელა.
პირველი ხუთეული: რუდი გობერი (“იუტა”), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”), ვიქტორ ოლიდაპო (“ინდიანა”), ჯრიუ ჰოლიდეი (“ნიუ ორლეანი”), რობერტ კოვინგტონი (“ფილადელფია”).
მეორე ხუთეული: ჯოელ ემბიდი (“ფილადელფია”), დრემონდ გრინი (“გოლდენ სტეიტი”), ელ ჰორფორდი (“ბოსტონი”), ჯიმი ბატლერი (“მინესოტა”), დეჯონტე მიურეი (“სან ანტონიო”).
პირველ ხუთეულში ყველაზე მეტი ხმა რუდი გობერმა მიიღო, რაც კარგ შანსს აძლევს ფრანგს – გახდეს 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო დამცველი.