NBA-მ რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზს მაიკლ ჯორდანის სახელი მიანიჭა #1TVSPORT
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) შეცვალა რეგულარული სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) პრიზის დიზაინი და მას ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის სახელი მიანიჭა.
ლიგამ ასევე წარმოადგინა ჯილდოები წარსულის დიადი კალათბურთელების პატივსაცემად: ჰაკიმ ოლაჟუონი (საუკეთესო დამცველის პრიზი), ჯერი უესტი (მატჩების მიწურულს საუკეთესო თამაშისთვის), უილტ ჩემბერლენი (საუკეთესო ახალბედა), ჯონ ჰავლიჩეკი (საუკეთესო მეექვსე მოთამაშე) და ჯორჯ მიკანი (საუკეთესო პროგრესირებადი მოთამაშე).
ფინალური სერიის MVP-ის პრიზს კვლავინდებურად ბილ რასელის სახელი ერქმევა.