ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
დასავლეთში საუკეთესოდ გამოცხადდა „იუტას“ მცველი დონოვან მიტჩელი. მისმა გუნდმა გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო, მიტჩელის სტატისტიკური მონაგარი იყო – 33.0 ქულა, 5.7 შედეგიანი პასი, 2.0 მოხსნა და 1.7 ჩაჭრა.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა „ჩიკაგოს“ ფორვარდი დემარ დეროზანი, რომელიც საშუალოდ მატჩში 30.3 ქულას, 5.7 მოხსნასა და 4.0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. „ბულზმა“ გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო.