NBA-მ მესამე სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა #1TVSPORT
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) მესამე სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა „კლივლენდ კავალიერზის“ ცენტრი ჯარეტ ალენი. 23 წლის კალათბურთელმა საშუალოდ მატჩში 20. 5 ქულა (თამაშიდან 63.3 პროცენტის სიზუსტით ისროდა) დააგროვა, რასაც 16.3 მოხსნა ემატებოდა. „კლივლენდმა“ ოთხიდან ოთხი შეხვედრა მოიგო.
დასავლეთში საუკეთესოდ დასახელდა „ლის ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდი პოლ ჯორჯი. მისმა გუნდმაც ოთხიდან ოთხ მატჩში გაიმარჯვა, 31 წლის კალათბურთელის სტატისტიკა კი 26.3 ქულა, 8.8 მოხსნა და 7.3 შედეგიანი პასი იყო.