ეროვნულმა საკალაბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო. მისმა გუნდმა გასულ კვირას ოთხი მატჩი ჩაატარა და სამი მოიგო. ამ ოთხ შეხვედრაში ბერძენი კალათბურთელის სტატისტიკა იყო – 32.8 ქულა, 14.0 მოხსნა და 6.5 შედეგიანი პასი. ამ მომენტისთვის, „მილუოკი“ მეორე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.
დასავლეთში საუკეთესოდ დასახელდა „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდი ტობიას ჰარისი. გასულ კვირას გამართულ ოთხ მატჩში მისი მონაგარი იყო – 24.8 ქულა და 8.8 მოხსნა. „კლიპერსმა“ სამი მატჩი მოიგო და დასავლეთში ლიდერობა მოიპოვა.