ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ განაახლა კალათბურთელთა რეიტინგი, რომლებიც მთავარი პრეტენდენტები არიან 2023-24 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) პრიზზე.
ახალ რეიტინგში „ფილადელფიის“ ცენტრმა, ჯოელ ემბიდმა გაუსწრო „დენვერის“ ლიდერს, ნიკოლა იოკიჩს.
NBA-ს რეიტინგი MVP-ის პრიზზე:
- ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)
- ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)
- შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა)
- ლუკა დონჩიჩი (დალასი)
- იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი)
- ტაირიზ ჰალიბერტონი (ინდიანა)
- ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი)
- კევინ დურანტი (ფინიქსი)
- ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი)
- დევინ ბუკერი (ფინიქსი)
ლიგის მოქმედი MVP გახლავთ ჯოელ ემბიდი.