ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა 2021-22 წლების სეზონის სრული კალენდარი.
რეგულარული ჩემპიონატი სტარტს აიღებს 19 ოქტომბერს და დასრულდება 10 აპრილს. პლეი ოფის პირველი მატჩები დანიშნულია 16 აპრილს, ხოლო ფინალური სერია დაიწყება 2 ივნისს.
პირველ დღეს გაიმართება ორი შეხვედრა: „ლეიკერსი“-„გოლდენ სტეიტი“ და „მილუოკი“-„ბრუკლინი“, 25 დეკემბერს, საშობაო საღამოს დანიშნული მატჩების განრიგი კი ასეთია:
ნიუ იორკი-ატლანტა (20:00 თბილისის დროით)
მილუოკი-ბოსტონი (22:30)
ფინიქსი-გოლდენ სტეიტი (01:00)
ლეიკერსი-ბრუკლინი (04:00)
იუტა-დალასი (06:30)
ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია უბრუნდება რეგულარული ჩემპიონატის ძველ ფორმატს, როცა თითოეულ გუნდს 82 მატჩის გამართვა უწევდა. გასულ სეზონში ეს რიცხვი 72 იყო.