NBA-მ ახალი სეზონი უცხოელი კალათბურთელების სარეკორდო რაოდენობით დაიწყო #1TVSPORT\
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალი სეზონის წინ კლუბების განაცხადებში უცხოელი კალათბურთელების სარეკორდო რაოდენობაა დაფიქსირებული.
NBA-ის 30 კლუბის განაცხადში შეყვანილია 120 უცხოელი 40 ქვეყნიდან და ექვსი კონტინენტიდან. ლიგაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავთ – კანადას (22), ავსტრალიას (10) და ნიგერიას (5). ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ახალ სეზონს იწყებს არანაკლებ 120 უცხოელი მოთამაშე და ზედიზედ მეცხრე სეზონი, როცა გუნდების განაცხადებშია 100-ზე მეტი არაამერიკელი მოთამაშე. NBA-ის 30-ივე გუნდში არის მინიმუმ ერთი ლეგიონერი.
ლიგის ახალი სეზონი 19 ოქტომბერს გაიხსნა „ბოსტონისა“ და „ფილადელფიას“ მატჩით, რომელიც „სელტიქსმა“ 126:117 მოიგო.