„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდის, კავაი ლეონარდის დას, კიმეშა უილიამსს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, – იტყობინება ESPN-ი.
უილიამსი დამნაშავედ სცნეს ხანში შესული ქალის მკვლელობაში. უილიამსი თავის მეგობართან ერთად თავს დაესხა 84 წლის ქალს, მას თავის ქალის ტრავმა მიაყენა და ჩანთა წაართვა. დაზარალებული რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სასამართლო გარჩევისას უილიამსს ბრალი ედებოდა პირველი ხარისხის მკვლელობაში, ძარცვასა და ხანში შესული ადამიანის მიმართ სასტიკ მოპყრობაში.