ნბა-ის პლეი ოფები „მილუოკისა“ და „ორლანდოს“ მატჩით განახლდება
ნბა-ის პლეი ოფები „მილუოკისა“ და „ორლანდოს“ მატჩით განახლდება

უისკონსინში, 22 აგვისტოს, მომხდარი ინციდენტის გამო „მილუოკი ბაქსმა“ მიიღო გადაწყვეტილება გაეუქმებინა მატჩი ორლანდოს წინააღმდეგ, რომელიც ოთხშაბათს უნდა გამართულიყო.

ამერიკული სპორტული სამყარო რასიზმის წინააღმდეგ გამოსვლებს შეუერთდა

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ აფროამერიკელ ჯეიკობ ბლეიკს ზურგში რამდენჯერმე ესროლა, როცა ის საკუთარი ავტომობილისკენ მიემართებოდა.

„მილუოკის“ ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა NBA-ს ხელმძღვანელობაც და 26 აგვისტოს ყველა მატჩი გაუქმებულად გამოაცხადა. რასაც მოჰყვა 27 და 28 აგვისტოს ჩანიშნული თამაშების გადადებაც.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობის და გუნდების გადაწყვეტილებით სერიები გაგრძელდება და შაბათ-კვირას კლუბები დარბაზებს დაუბრუნდებიან. ამის შესახებ აქტიურად მიმდინარეობდა ონლაინ კონფერენციები და საბოლოოდ ერთხმად გადაწყდა მატჩების განახლება.

1/8 ფინალი

29 აგვისტო

23:30 ორლანდო-მილუოკი (1:3)

 

30 აგვისტო

02:30 ოკლაჰომა-ჰიუსტონი (2:2)

05:00 პორტლენდი-ლეიკერსი (1:3)

23:30 კლიპერსი-დალასი (3:2)

 

31 აგვისტო

04:30 დენვერი-იუტა (2:3)

 

1/4 ფინალი

30 აგვისტო

21:00 ბოსტონი-ტორონტო (0:0)