NBA-ის ორგზის ჩემპიონმა კრივში ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ორგზის ჩემპიონმა ლამარ ოდომმა მონაწილეობა მიიღო საკრივო ორთაბრძოლაში. მისი მეტოქე იყო ოჯანი ნოა – ცნობილი მომღერლისა და მსახიობის ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი.
ოდომმა სამრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით მოიპოვა.
ამა წლის ივნისში ოდომმა საკრივო ორთაბრძოლა გამართა მომღერალ აარონ კარტერის წინააღმდეგ და ის მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ლამარ ოდომი NBA-ში „კლიპერსის“, „მაიამის“, „ლეიკერსისა“ და „დალასის“ შემადგენლობაში თამაშობდა. „ლეიკერსის“ რიგებში ის ორჯერ გახდა ასოციაციის ჩემპიონი, 2011 წელს კი სეზონის საუკეთესო მეექვსე მოთამაშედ დაასახელეს.