NBA-ის მოთამაშეს ინტერპოლით ეძებენ
NBA-ის მოთამაშეს ინტერპოლით ეძებენ

თურქეთის პროკურატურა აპირებს განცხადებით მიმართოს ინტერპოლს „ნიუ იორკ ნიქსის“ ცენტრის ენეს კანტერის თაობაზე, – იტყობინება eurohoops.net. კალათბურთელი ეჭვმიტანილია შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში.

უფრო ადრე, გამოწერილი იყო ორდერი კანტერის დაპატიმრებაზე, რადგან მას ბრალად „ტერორისტული ჯგუფის წევრობა“ ედებოდა. თურქეთის მთავრობას სურს კალათბურთელის სამშობლოში ექსტრადირება საქმის გამოძიების დასასრულებლად.თურქეთის პროკურატურას მიაჩნია, რომ კანტერმა დახმარება აღმოუჩინა ტერორისტულ დაჯგუფებას.

კალათბურთელმა სოლიდური თანხა გადასცა ტერორისტებს, აგრეთვე, სოციალურ ქსელებში მხარი დაუჭირა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ასევე არსებობს ინფორმაცია, თითქოს, კალათბურთელი სტუმრობდა ამ ჯგუფთან დაკავშირებულ რამდენიმე სკოლას და ესწრებოდა ორგანიზაციის შეკრებებს.

კანტერი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს გადავიდა, სადაც საუნივერსიტეტო გუნდებში თამაშობდა, 2011 წელს კი „იუტას“ კალათბურთელი გახდა. ის ასევე თამაშობდა „ოკლაჰომაში“, 2017 წლიდან კი „ნიუ იორკშია“.