NBA-ის მოთამაშეების ვერსიით ჰარდენი საუკეთესოა, გოლდენ სტეიტი - ფავორიტი, ჯორდანი - უკონკურენციო
ჰიუსტონ როკეტსის მცველი ჯეიმს ჰარდენი 2018-19 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა ათლეტიკის გამოკითხვის მიხედვით. მასში 122-მა კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა.
ხმების 44.3 პროცენტი მიიღო ჰარდენმა. მან ცოტათი გაუსწრო მილუოკის ფორვარდ იანის ანტენტოკუნმპოს (38.9 პროცენტი). სამეულში შევიდა ოკლაჰომას ფორვარდი პოლ ჯორჯი (12.7 პროცენტი).
მიმდინარე რეგულარულში ჰარდენმა 77 მატჩი ჩაატარა. ის საშუალოდ თამაშში აგროვებს – 36.1 ქულას, 7.6 შედეგიან გადაცემასა და 6.6 მოხსნას.
ამავე გამოკითხვაში კალათბურთელებმა დაასახელეს ჩემპიონის ტიტულის პრეტენდენტები. მომავალი პლეი ოფის ფავორიტად მიიჩნიეს გოლდენ სტეიტი, რომელმაც ხმების 79.5 პროცენტი მიიღო.
მოქმედმა ჩემპიონმა დიდი უპირატესობით გაუსწრო კონკურენტებს:
მილუოკი – 6,8%
ტორონტო – 4%
ჰიუსტონი – 3,1%
ბოსტონი, ფილადელფია – 1,8%
ოკლაჰომა, კლიპერსი, ორლანდო – 1%
ასოციაციის მოთამაშეებს მიაჩნიათ, რომ ლიგაში ყველაზე დაუფასებელი მოთამაშეა “ნიუ ორლეანის” გამთამაშებელი ჯრიუ ჰოლიდეი. ამ ნომინაციაში პროცენტები ასე გადანაწილდა:
1. ჯრიუ ჰოლიდეი – 16,3%
2. კრის მიდლტონი, დემიან ლილარდი – 6,8%
3. მაიკ კონლი – 6%
4. ბრედლი ბილი, კემბა უოკერი, ლუ უილიამსი, სი ჯეი მაკოლუმი – 5,1%
5. დ’ანჯელო რასელი – 3,4%
6. მალკოლმ ბროგდონი, ნიკოლა იოკიჩი, ტობიას ჰარისი – 2,5%
7. რასკალ სიაკამი, ბადი ჰილდი, სტივენ ადამსი, ზაკ ლავინი, სპენსერ დინუიდი, ჯო ჰარისი – 1,7%
დაბოლოს, კალათბურთელებმა გამოავლინეს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი. დიდი უპირატესობით მოიგო მაიკლ ჯორდანმა.
1. მაიკლ ჯორდანი – 73%
2. ლებრონ ჯეიმსი – 11,9%
3. კობი ბრაიანტი – 10,6%
4. ქარიმ აბდულ-ჯაბარი – 1,7%
5. მეჯიქ ჯონსონი, ალენ აივერსონი, კევინ დურანტი – 1%.