ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალ სეზონში წესებში ორი ცვლილება მოხდება, – დაწერა სოციალურ ქსელში ცნობილმა ინსაიდერმა, შემს ჩარანიამ.
ამიერიდან რომელიმე კალათბურთელის სიმულაციისთვის მისი გუნდი მყისიერად ორი საჯარიმო ტყორცნით დაისჯება.
ასევე, ცვლილება შეეხო თამაშის მსვლელობისას საკამათო ეპიზოდების ვიდეოგამეორებებს. თუ გუნდი, რომელმაც „ჩელენჯი“ მოითხოვა, თავის სიმართლეს დაამტკიცებს, მას ეს „ჩელენჯი“ შეუნარჩუნდება.