NBA-ის კალათბურთელებში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა #1TVSPORT
გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტმა შემს ჩარანიამ გაავრცელა ინფორმაცია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ომიკრონის“ შტამით დაინფიცირების პირველ შემთხვევაზე. ამასთან, არ სახელდება ინფიცირებული კალათბურთელის ვინაობა.
„გაჩნდა „ომიკრონის“ ვარიანტით NBA-ის მოთამაშის დაინფიცირების პირველი შემთხვევა. ის გამოვლინდა კორონავირუსზე ამასწინდელი დადებითი ტესტის შედეგად. CDC-ის (აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი) შეფასებით, აშშ-ში COVID19-ის შემთხვევების სამი პროცენტი „ომიკრონზე“ მოდის“, – დაწერა ჩარანიამ „ტვიტერში“.