NBA-ის ფინალში „ბოსტონი“ და „გოლდენ სტეიტი“ ითამაშებენ - NBA, აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალი, მეშვიდე მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ბოსტონი“ 22-ედ (17 მოგება, 4 წაგება) გავიდა NBA-ის ფინალში. უფრო მეტი მონაწილეობა გადამწყვეტ სერიაში „ლეიკერსს“ (32) ჰქონია.
* „ბოსტონი“ მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა. მაქსიმალური სხვაობა 17 ქულას აღწევდა.
* „მაიამიმ“ სამქულიანების 20 პროცენტი და საჯარიმოების 66.7 პროცენტი ჩააგდო.
* ჯიმი ბატლერს პლეი ოფში რვა 30-ქულიანი მატჩი ჰქონდა, რაც ლებრონ ჯეიმსის საკლუბო რეკორდის გამეორებაა.
* „ბოსტონმა“ პლეი ოფში 21-დან ყველა მატჩი მოიგო, როცა პირველი მეოთხედის შემდეგ მინიმუმ 15 ქულას იგებდა.
* ელ ჰორფორდი კარიერაში პირველად ითამაშებს ფინალში. მას პლეი ოფში 141 მატჩი ჩაუტარებია.
* იანვარში „ბოსტონი“ მე-11 ადგილზე იყო აღმოსავლეთ კონფერენციაში, ახლა კი გუნდი ფინალშია.
* ჯეისონ ტეიტუმი აღმოსავლეთის MVP გახდა. მან და „ბოსტონმა“ პლეი ოფში დაამარცხეს კევინ დურანტის „ბრუკლინი“, იანის ანტენტოკუნპოს „მილუოკი“ და ჯიმი ბატლერის „მაიამი“.
მაიამი-ბოსტონი 96:100
17:32, 32:23, 26:27, 21:18
მ: ბატლერი (35+9 მოხსნა), ადებაიო (25+11 მოხსნა), ლაური (15+7 მოხსნა).
ბ: ტეიტუმი (26+10 მოხსნა+6 პასი), სმარტი (24+9 მოხსნა), ბრაუნი (24+6 პასი), გ. უილიამსი (11), ჰორფორდი (5+14 მოხსნა).
სერია: 3-4