ჩიკაგოში გაიმართა 2021 წლის დრაფტის ლატარია. მისი შედეგების მიხედვით, ცნობილი გახდა თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც გუნდები მოთამაშეებს აირჩევენ.
პირველი ნომერი ერგო „დეტროიტ პისტონზს“, მეორე მიიღო „ჰიუსტონ როკეტსმა“, მესამე – „კლივლენდ კავალიერზმა“.
რეგულარული სეზონის მიხედვით, „დეტროიტმა“ ბოლო ადგილი დაიკავა აღმოსავლეთ კონფერენციაში. „ჰიუსტონი“ ბოლო იყო დასავლეთში, „კლივლენდი“ კი მე-13 ადგილზე გავიდა აღმოსავლეთ კონფერენციაში.
2021 წლის დრაფტზე არჩევის თანმიმდევრობა ასეთია:
- დეტროიტი
- ჰიუსტონი
- კლივლენდი
- ტორონტო
- ორლანდო
- ოკლაჰომა
- გოლდენ სტეიტი
- ორლანდო
- საკრამენტო
- ნიუ ორლეანი
- შარლოტი
- სან ანტონიო
- ინდიანა
- გოლდენ სტეიტი
2021 წლის დრაფტის ცერემონია 29 ივლისს, ბრუკლინში გაიმართება.