NBA-ის დღის TOP 10 მომენტი, მატჩების ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო]

მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 10 საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია:

10. გოლდენ სტეიტი-ნიუ ორლეანი – კლეი ტომპსონისა და შონ ლივინგსტონის კომბინაცია
9. ბოსტონი-ტორონტოკაირი ირვინგის სამქულიანი
8. ბოსტონი-ტორონტოკაირი ირვინგის ფინტი და პასი ელ ჰორფორდზე
7. ჰიუსტონი-ბრუკლინი – სპენსერ დინუიდის სამქულიანი
6. მემფისი-მილუოკი – იანის ანტენტოკუნმპოს გარღვევა და ჩატენვა
5. ბოსტონი-ტორონტო – გორდონ ჰეივორდის პასი და ელ ჰორფორდის ჩატენვა
4. მემფისი-მილუოკი – იანის ანტენტოკუნმპოს დაფარება მარკ გასოლზე
3. ჰიუსტონი-ბრუკლინი – ერიკ გორდონის გარღვევა და ჩატენვა
2. გოლდენ სტეიტი-ნიუ ორლეანი – ენტონი დევისის ჩატენვა
1. მემფისი-მილუოკი – მაიკლ გრინის გარღვევა და ჩატენვა

დღის ფაქტები:
– „ბრუკლინმა“ „ჰიუსტონს“ ოვერტაიმში შვიდქულიანი ჩარმოჩენის შემდეგ მოუგო.
– სპენსერ დინუიდიმ თავისი 33 ქულიდან 25 მეოთხე მეოთხედსა და ოვერტაიმში დააგროვა.
– ჯეიმს ჰარდენმა 58 ქულით სეზონის პირადი რეკორდი გააუმჯობესა.
ჰარდენმა ზედიზედ მეორე მატჩში დააგროვა მინიმუმ 50 ქულა და ზედიზედ 18 მატჩია მინიმუმ 30 ქულას იღებს.
– „ჰიუსტონმა“ პირადი რეკორდი დაამყარა – 70 სამქულიანი ესროლა.
– „გოლდენ სტეიტმა“ და „ნიუ ორლეანმა“ ერთად 43 სამქულიანი ჩააგდეს, რაც NBA-ის ახალი რეკორდია.
სტეფ კარიმ მესამე მეოთხედში შვიდი სამქულიანი ჩააგდო და 23 ქულა მოიპოვა.
– კარი პირველი კალათბურთელია ისტორიაში, ვინც ზედიზედ სამ მატჩში მინიმუმ რვა სამქულიანი ჩააგდო.
– „ნიუ ორლეანმა“ ბოლო 24  მატჩში „გოლდენ სტეიტთან“ 22-ედ წააგო.
კაირი ირვინგმა 18 შედეგიანი გადაცემით კარიერის რეკორდი დაამყარა.
– „ბოსტონმა“ საკუთარი სამმატჩიანი წაგებათა სერია და „ტორონტოს“ ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.
– „სან ანტონიომ“ „დალასი“ 19-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ დაამარცხა.
– „მილუოკიმ“ ბოლო 17 მატჩში მეთოთხმეტედ მოიგო.
– „მემფისმა“ ბოლო 10 მატჩში მეცხრედ წააგო.
– „იუტამ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო.
– „კლიპერსმა“ ზედიზედ მეოთხედ წააგო.
დონოვან მიტჩელი ბოლო შვიდი მატჩია საშუალოდ 29.7 ქულას აგროვებს.
– „კლივლენდმა“ ბოლო 14 თამაშში მეცამეტედ წააგო.
– იუსუფ ნურკიჩმა კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა.
– „პორტლენდმა“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეხუთედ მოიგო.

დღის შედეგები:
დეტროიტი-ორლანდო 120:115 (ო) (26:34, 32:29, 32:21, 19:25, 11:6)
დ: გრიფინი (30), დრამონდი (14, 22 მ), კენარდი (14), ბულოკი (13), ჯექსონი (13), გელოუეი (13).
ო: ვუჩევიჩი (24, 13 მ), როსი (24), ფურნიე (18), ოგასტინი (13, 7 პ), გორდონი (12, 8 მ), აიზეკი (10).

ბოსტონი-ტორონტო 117:108 (30:36, 34:17, 23:30, 30:25)
ბ: ირვინგი (27, 18 პ), ჰორფორდი (24, 7 მ), ჰეივორდი (18), ტეიტუმი (16, 10 მ).
ტ: ლეონარდი (33, 4 ჩ), იბაკა (22, 10 მ), გრინი (15), პაუელი (11), მონრო (11, 9 მ), ლაური (10, 7 პ).

მემფისი-მილუოკი 101:111 (20:28, 25:22, 28:41, 28:20)
მემ: კასპი (17), კონლი (14), მ. გასოლი (14), გრინი (14, 10 მ), მაკი (11).
მილ: ანტენტოკუნმპო (27, 11 მ), ბლედსოუ (16), უილსონი (13), მიდლტონი (11), ბრაუნი (11, 7 მ).

ჰიუსტონი-ბრუკლინი 142:145 (ო) (30:34, 24:28, 40:23, 37:46, 11:14)
ჰ: ჰარდენი (58, 10 მ), გორდონი (20), ტაკერი (20, 10 მ), გრინი (15), რივერსი (13).
ბ: დინუიდი (33, 10 პ), კეროლი (22), გრემი (21), ალენი (20, 24 მ), ჰარისი (17, 7 პ), კურუჩი (14), რასელი (10, 7 პ).

დალასი-სან ანტონიო 101:105 (35:20, 21:25, 24:30, 21:30)
დ: დონჩიჩი (25, 8 მ, 8 პ), მეტიუზი (13), ფინი-სმიტი (12), ბარნსი (11, 8 მ).
ს-ა: ბელინელი (17), დეროზანი (14, 9 პ), გეი (14), მილსი (14), ბერტანსი (12), ფორბსი (12).

პორტლენდი-კლივლენდი 129:112 (30:26, 32:29, 38:30, 29:27)
პ: ლილარდი (33), მაკოლუმი (19), ლეიმანი (18), ამინუ (14, 9 მ), ნურკიჩი (10, 10 მ, 10 პ, 5 დ), კოლინსი (11).
კ: კლარკსონი (22), ჰუდი (20), ჟიჟიჩი (16, 8 მ), პეინი (12), სექსტონი (11), ბლოსომგეიტი (8, 10 მ).

კლიპერსი-იუტა 109:129 (22:31, 27:25, 23:32, 37:41)
კ: უილიამსი (23), ჰარისი (17), ბრედლი (15), ჰარელი (11, 7 მ).
ი: მიტჩელი (28), კრაუდერი (23), გობერი (23, 22 მ, 4 დ), კორვერი (19), ფეივორსი (11, 10 მ), ო’ნილი (10, 7 მ).

გოლდენ სტეიტი-ნიუ ორლეანი 147:140 (31:39, 35:32, 44:38, 37:31)
გ-ს: კარი (41), დურანტი (30, 15 მ), ტომპსონი (19, 7 მ), გრინი (17, 14 პ), ლივინგსტონი (13), იგუოდალა (13), ლუნი (7, 12 მ).
ნ-ო: დევისი (30, 18 მ, 7 პ), მიროტიჩი (29), ჰოლიდეი (25, 7 პ), რენდლი (23, 7 მ), მური (17), პეიტონი (7, 12 პ).