NBA-ის დღის TOP 10 მომენტი - მატჩების ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო]
მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 10 საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია:
10. ნიუ იორკი-ფილადელფია – ჯოელ ემბიდის ჩატენვა
9. ლეიკერსი-კლივლენდი – ალეკ ბერკსის ჩატენვა
8. ნიუ იორკი-ფილადელფია – მაიკ სუსკალას დაფარება
7. დენვერი-პორტლენდი – დემიენ ლილარდის გარღვევა და ჩატენვა
6. ვაშინგტონი-ტორონტო – ბრედლი ბილის ბოლო წამებზე ჩაგდებული ორქულიანი
5. ლეიკერსი-კლივლენდი – კაილ კუზმას გარღვევა და ჩატენვა
4. ვაშინგტონი-ტორონტო – ბრედლი ბილის გარღვევა და ჩატენვა
3. ატლანტა-მილუოკი – ჯონ კოლინზის გარღვევა და ჩატენვა
2. ლეიკერსი-კლივლენდი – ბრენდონ ინგრემის ჩატენვა
1. დალასი-გოლდენ სტეიტი – ლუკა დონჩიჩის ჩატენვა
დღის ფაქტები:
– „ვაშინგტონმა“ 19-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ შეძლო ოვერტაიმამდე მისვლა, მაგრამ მაინც წააგო „ტორონტოსთან“.
– „ტორონტომ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო.
– სტეფ კარიმ 11 სამქულიანი ჩააგდო „დალასის“ წინააღმდეგ, 24-24 ქულა დააგროვა თითო ტაიმში და თავისი გუნდის ბოლო შვიდი ქულა მიითვალა.
– „დენვერმა“ შეწყვიტა „პორტლენდის“ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია.
– „ფილადელფიამ“ ზედიზედ მეშვიდედ მოუგო „ნიუ იორკს“.
– ბენ სიმონსმა სეზონში 28-ე ორმაგი დუბლი შეასრულა.
– „ნიუ იორკმა“ ზედიზედ მერვე საშინაო მატჩი წააგო.
– „ნიუ იორკი“ ბოლო 19 მატჩში მეჩვიდმეტედ დამარცხდა.
– ჯეიმს ჰარდენმა ზედიზედ მე-16 მატჩში დააგროვა მინიმუმ 30 ქულა და ამით გაიმეორა კობი ბრაიანტის რეკორდი.
– ჰარდენმა 38 ქულა დააგროვა იმის მიუხედავად, რომ 17-დან 16 სამქულიანი ააცილა.
– „ორლანდომ“ ზედიზედ მეოთხე საშინაო მატჩი მოიგო.
– „კლივლენდმა“ შეწყვიტა 12-მატჩიანი მოუგებელია სერია.
– იანის ანტენტოკუნმპომ ამ სეზონში მეთვრამეტედ გადალახა 30-ქულიანი ზღვარი.
– „მილუოკი“ ერთადერთი გუნდია სეზონში, რომელსაც ზედიზედ ორი მატჩი არ წაუგია.
– „მილუოკიმ“ ზედიზედ მეექვსედ მოუგო „ატლანტას“.
დღის შედეგები:
ნიუ იორკი-ფილადელფია 105:108 (24:36, 26:30, 32:17, 23:25)
ნ-ი: ნოქსი (31, 7 მ), კორნეტი (23), მუდიაი (19).
ფ: ემბიდი (26, 8 მ, 6 დ), რედიკი (22), სიმონსი (20, 22 მ, 9 პ), ბატლერი (16, 8 მ).
ვაშინგტონი-ტორონტო 138:140 (2ო) (21:36, 29:25, 34:37, 40:26, 7:7, 7:9)
ვ: ბილი (43, 10 მ, 15 პ), პორტერი (27, 8 მ), არიზა (23, 9 მ, 10 პ), ბრაიანტი (18, 11 მ), გრინი (12).
ტ: ლეონარდი (41, 11 მ), სიაკამი (24, 19 მ), რაიტი (17), გრინი (16, 8 მ), ლაური (12, 11 პ), იბაკა (10).
ატლანტა-მილუოკი 114:133 (32:35, 23:29, 29:31, 30:38)
ა: იანგი (26, 10 მ), ბემბრი (18, 7 მ), კოლინზი (13, 11 მ), სპელმანი (13, 4 დ), ლენი (12, 8 მ), ჰუერტერი (11).
მ: ანტენტოკუნმპო (33), ბლედსოუ (24, 10 პ), მიდლტონი (17, 11 მ), ბროგდონი(14), ჰილი (11).
ორლანდო-ჰიუსტონი 116:109 (18:26, 34:33, 34:29, 30:21)
ო: გორდონი (22, 8 მ), ვუჩევიჩი (22, 9 მ), ფურნიე (19), როსი (17).
ჰ: ჰარდენი (38, 9 მ, 12 პ, 4 ჩ), რივერსი (25), კაპელა (17, 10 მ), ჰაუსი (14).
დალასი-გოლდენ სტეიტი 114:119 (29:25, 25:37, 34:30, 26:27)
დ: დონჩიჩი (26), ბარნსი (22), ჯორდანი (13, 14 მ), ბრანსონი (12).
გ-ს: კარი (48), დურანტი (28, 7 მ), ტომპსონი (16), მაკინი (10).
დენვერი-პორტლენდი 116:113 (34:32, 24:28, 35:28, 23:25)
დ: იოკიჩი (40, 10 მ, 8 პ), მიურეი (24), ბიზლი (13), მილსეპი (11), მორისი (10).
პ: ლილარდი (26, 7 პ), მაკოლუმი (18), ლეიმანი (13), ტერნერი (13), ნურკიჩი (12, 8 მ), ამინუ (9, 12 მ).
ლეიკერსი-კლივლენდი 95:101 (24:32, 22:19, 19:24, 30:26)
ლ: კუზმა (29, 9 მ), ინგრემი (22, 7 მ), ბოლი (13, 8 მ, 8 პ).
კ: ოსმანი (20, 8 მ), ჰუდი (18), ბერკსი (17, 13 მ), სექსტონი (17), ტომპსონი (15, 14 მ).