მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 5 საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია:
5. სან ანტონიო-ტორონტო – დემარ დეროზანის გარღვევა და ჩატენვა
4. სან ანტონიო-ტორონტო – კავაი ლეონარდის ჩატენვა
3. გოლდენ სტეიტი-ჰიუსტონი – ჯეიმს ჰარდენის კროსოვერი სტეფ კარის წინააღმდეგ
2. საკრამენტო-დენვერი – დე’აარონ ფოქსის უცნაური ტყორცნა
1. გოლდენ სტეიტი-ჰიუსტონი – ჯეიმს ჰარდენის ბაზერ-ბიტერი
დღის ფაქტები:
– დემარ დეროზანმა კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა.
– “სან ანტონიომ” ზედიზედ მესამე და ბოლო ხუთ მატჩში მეოთხე მოიგო.
– “სან ანტონიომ” ზედიზედ მეათედ დაამარცხა შინ “ტორონტო”.
– ჯეიმს ჰარდენმა ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა სამმაგი დუბლი.
– “ჰიუსტონმა” ზედიზედ მეექვსე და ბოლო 12 მატჩში მე-11 მოიგო.
– “გოლდენ სტეიტმა” შინ ზედიზედ მესამედ წააგო.
– ჯამალ მიურეიმ მეორე ტაიმში 34 ქულა დააგროვა.
დღის შედეგები:
სან ანტონიო-ტორონტო 125:107 (38:19, 29:32, 29:24, 29:32)
ს-ა: ოლდრიჯი (23), დეროზანი (21+14 მოხსნა+11 პასი), ფორბსი (20), უაიტი (19), გეი (13+7 მოხსნა), მილსი (12).
ტ: ლეონარდი (21), რაიტი (15), იბაკა (14), პაუელი (14), მონრო (12), ვანვლიტი (12), სიაკამი (10+7 პასი).
საკრამენტო-დენვერი 113:117 (30:30, 36:23, 18:31, 29:33)
ს: ჰილდი (29), ბიელიცა (17), ფოქსი (16+8 პასი), ბოგდან ბოგდანოვიჩი (14), კოული-სტაინი (13), ფერელი (11).
დ: მიურეი (36+7 მოხსნა), იოკიჩი (26+13 მოხსნა), ჰარისი (14), პლამლი (12+10 მოხსნა), მილსეპი (10).
გოლდენ სტეიტი-ჰიუსტონი 134:135 (ო) (34:22, 36:31, 28:39, 21:27, 15:16)
გ-ს: კარი (35), ტომპსონი (26), დურანტი (26+7 მოხსნა), ლუნი (12+7 მოხსნა), გრინი (9+11 მოხსნა+8 პასი).
ჰ: ჰარდენი (44+10 მოხსნა+15 პასი), კაპელა (29+21 მოხსნა), რივერსი (18), ჰაუსი (17), გრინი (16).