NBA-ის დღის 10 საუკეთესო მომენტი, მატჩების ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 10 საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია:
10. საკრამენტო-გოლდენ სტეიტი – დრეიმონდ გრინისა და ანდრე იგუოდალას ალეი-უპი.
9. ფილადელფია-დალასი – ტი ჯეი მაკონელისა და ბენ სიმონსის ალეი-უპი.
8. საკრამენტო-გოლდენ სტეიტი – ვილი კოული-სტაინის ჩატენვა
7. საკრამენტო-გოლდენ სტეიტი – კევინ დურანტის ჩატენვა
6. დენვერი-შარლოტი – ბისმაკ ბიიომბოს რევერს-დანკი.
5. მილუოკი-ტორონტო – ერიკ ბლედსოუს გარღვევა და ჩატენვა.
4. მილუოკი-ტორონტო – სერჟ იბაკას დაფარება იანის ანტენტოკუნმპოზე
3. დენვერი-შარლოტი – მაილს ბრიჯესის ჩატენვა
2. დენვერი-შარლოტი – კემბა უოკერის ფანტასტიკური შესვლა
1. დენვერი-შარლოტი – გერი ჰარისის გარღვევა და ჩატენვა.
დღის ფაქტები:
– “გოლდენ სტეიტმა” და “საკრამენტომ” ერთად 41 სამქულიანი ჩააგდეს, რაც NBA-ის ახალი რეკორდია. წინა რეკორდი დამყარებული იყო გასულ სეზონში, როცა “კლივლენდმა” და “მინესოტამ” 40 ზუსტი სამქულიანი შეასრულეს.
– სტეფ კარიმ 10 სამქულიანი ჩააგდო.
– სტეფ კარიმ თავისი 42 ქულიდან 20 ბოლო მეოთხედში ჩააგდო.
– პასკალ სიაკამმა 30 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა.
– “ტორონტომ” ამ სეზონში მესამე ცდიდან პირველად მოუგო “მილუოკის”.
– “ჰიუსტონმა” შეწყვიტა ექვსმატჩიანი მოგებათა სერია.
– შეწყდა ჯეიმს ჰარდენის ხუთმატჩიანი სერია, როცა ის ერთ მატჩში მინიმუმ 40 ქულას აგროვებდა.
– “დენვერმა” ზედიზედ მეხუთე და ბოლო 11 მატჩში მეცხრე მოიგო.
– “იუტამ” “დეტროიტს” 18-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ მოუგო.
– ანდრე დრამონდმა კარიერაში მე-500 მატჩი ჩაატარა.
– “ფილადელფიამ” ზედიზედ მესამედ მოიგო.
– “ნიუ ორლეანის” შვიდმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა.
– “კლივლენდმა” ზედიზედ მეცხრე და ბოლო 12 მატჩში მე-11 წააგო.
– “სან ანტონიომ” ზედიზედ მეოთხე და ბოლო 15 მატჩში მე-12 მოიგო.
დღის შედეგები:
დენვერი-შარლოტი 123:110 (31:26, 27:30, 31:28, 34:26)
დ: იოკიჩი (39, 12 მ, 6 პ), მილსეპი (18), ჰარისი (17), კრეიგი (12).
შ: უოკერი (20), მონკი (16), ბიიომბო (16, 12 მ), უილიამსი (16), ბატუმი (11), ვ. ერნანგომესი (10), გრემი (10, 8 პ).
დეტროიტი-იუტა 105:110 (31:13, 22:35, 25:28, 27:34)
დ: გრიფინი (34, 10 მ), ბალოკი (19), დრამონდი (15, 18 მ), ბრაუნი (12, 7 პ), ჯექსონი (12).
ი: მიტჩელი (26), რუბიო (18), ინგლსი (16), ფეივორსი (13), გობერი (9, 11 მ).
ფილადელფია-დალასი 106:100 (31:26, 28:25, 28:19, 19:30)
ფ: ემბიდი (25, 12 მ), რედიკი (20), სიმონსი (20, 14 მ, 11 პ), ბოლდენი (11, 9 მ).
დ: მეტიუსი (18), ბროკჰოფი (15), დონჩიჩი (14), ბრუნსონი (13, 11 მ, 8 პ), პაუელი (13).
კლივლენდი-ნიუ ორლეანი 98:133 (26:28, 26:33, 20:37, 26:35)
კ: კლარკსონი (23), ჯონსი (15), სექსტონი (15), ოსმანი (13), ტომპსონი (10, 11 მ).
ნ-ო: რენდლი (22, 12 მ, 8 პ), ჰოლიდეი (22), დევისი (20, 10 მ), მილერი (14), პეიტონი (13), მური (10), ოკაფორი (10).
მილუოკი-ტორონტო 116:123 (34:27, 23:29, 25:35, 34:32)
მ: ანტენტოკუნმპო (43, 18 მ), ბროგდონი (15), ბლედსოუ (14, 8 პ), მიდლტონი (14, 9 პ), ჰილი (11), ბრაუნი (11).
ტ: სიაკამი (30), ლეონარდი (30, 5 ჩ), იბაკა (25, 9 მ), ვანვლიტი (21, 8 პ), გრინი (12, 9 მ).
სან ანტონიო-მემფისი 108:88 (27:25, 37:19, 24:22, 20:22)
ს-ა: უაიტი (19), ოლდრიჯი (18, 7 პ), მილსი (15), დეროზანი (12, 9 მ), პოელტლი (11).
მ: კონლი (21), ჯექსონი (15), ბრუქსი (15), გრინი (8, 10 მ), მ. გასოლი (6, 11 მ, 6 პ).
საკრამენტო-გოლდენ სტეიტი 123:127 (29:43, 40:27, 34:26, 20:31)
ს: ჰილდი (32), ჯექსონი (28), ბოგდან ბოგდანოვიჩი (17, 7 პ), კოული-სტაინი (14, 13 მ, 6 პ), ბიელიცა (12, 9 მ).
გ-ს: კარი (42), დურანტი (29, 9 პ), ტომპსონი (20), გრინი (12, 7 პ), კუკი (10).
პორტლენდი-ჰიუსტონი 110:101 (30:30, 29:16, 27:31, 24:24)
პ: ნურკიჩი (25, 15 მ), მაკოლუმი (24), ლილარდი (17, 12 პ), ტერნერი (14).
ჰ: ჰარდენი (38, 7 პ), რივერსი (21), კაპელა (13, 21 მ), გრინი (13).