NBA-ის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 2021-22 წლების სეზონის სტარტზე გუნდებში 109 უცხოელი მოთამაშე ირიცხება. ისინი 39 ქვეყანას წარმოადგენენ.
მათ შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავთ კანადასა (18) და გერმანიას (7).
ეს არის ზედიზედ მერვე სეზონი, რომელშიც 100-ზე მეტი ლეგიონერი მონაწილეობს. ყველაზე მეტი არაამერიკელი „ტორონტოს“ ჰყავს (10 კალათბურთელი ცხრა ქვეყნიდან), „დალასსა“ და „ოკლაჰომას“ შვიდ-შვიდი.
ყველაზე მეტი უცხოელი 2016-17 წლების სეზონში თამაშობდა – 113.