ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა ვარსკვლავის (All Star) ამომავალი ვარსკვლავების მატჩის შემადგენლობები დასახელდა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა ვარსკვლავის (All Star) ამომავალი ვარსკვლავების მატჩის შემადგენლობები დასახელდა

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) „ყველა ვარსკვლავის უქმეებზე“ ამომავალი ვარსკვლავების მატჩისთვის შემადგენლობები განსაზღვრა . ზედიზედ მეხუთედ, ეს მატჩი აშშ-სა და მსოფლიოს ნაკრებთა დაპირისპირების ფორმატით გაიმართება. მონაწილეებს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში არ უნდა ჰქონდეთ ორზე მეტი სეზონი ჩატარებული.

მსოფლიოს ნაკრები
ო ჯეი ანუნობი (ბრიტანეთი, ტორონტო), დეანდრე ეიტონი (ბაჰამები, ფინიქსი), ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი, საკრამენტო), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია, დალასი), შეი გილჯეუს-ალექსანდერი (კანადა, კლიპერსი), როდიონ კურუტსი (ლატვია, ბრუკლინი), ლაური მარკანენი (ფინეთი, ჩიკაგო), ჯოშ ოკოგი (ნიგერია, მინესოტა), ჩედი ოსმანი (თურქეთი, კლივლენდი), ბენ სიმონსი (ავსტრალია, ფილადელფია).

აშშ-ის ნაკრები
ჯერეტ ალენი (ბრუკლინი), მარვინ ბეგლი (საკრამენტო), ლონზო ბოლი (ლეიკერსი), ჯონ კოლინზი (ატლანტა), დეარონ ფოქსი (საკრამენტო), ჯეირენ ჯექსონი (მემფის), კაილ კუზმა (ლეიკერსი), დონოვან მიტჩელი (იუტა), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), ტრეი იანგი (ატლანტა).

გუნდების საპატიო მწვრთნელები „დალასის“ მძიმე ფორვარდი დირკ ნოვიცკი და „ბოსტონის“ გამთამაშებელი კაირი ირვინგი იქნებიან.