NBA All Star 2022 - სტეფ კარის 16 სამქულიანი და ლებრონ ჯეიმსის გამარჯვების ტყორცნა [ვიდეო] #1TVSPORT
NBA All Star 2022 - სტეფ კარის 16 სამქულიანი და ლებრონ ჯეიმსის გამარჯვების ტყორცნა [ვიდეო] #1TVSPORT

კლივლენდში „ყველა ვარსკვლავის უქმეები“ დასრულდა. ორდღიანი ტრადიციული კონკურსების შემდეგ, გაიმართა მთავარი მატჩი, რომელშიც ლებრონ ჯეიმსის გუნდმა 163:160 მოუგო კევინ დურანტის გუნდს.

შეხვედრის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფ კარი აღიარეს, რომელიც ლებრონის გუნდში თამაშობდა. მან 27-დან 16 სამქულიანი ჩააგდო, რითაც „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდი 2016 წელს ცხრა ზუსტი სამქულიანით პოლ ჯორჯმა დაამყარა.

კარიმ შეხვედრა 50 ქულით დაასრულა და ორი ქულა დააკლდა „ოლ სტარის“ შედეგიანობის რეკორდამდე, რომელიც ენტონი დევისს ეკუთვნის. მან 2017 წელს 52 ქულა ჩააგდო.

მატჩის კიდევ ერთი გმირი აღმოჩნდა ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც გამარჯვების ტყორცნა ჩააგდო 161:160-ზე. გუნდები 163-მდე თამაშობდნენ.

ლებრონმა 36 წუტშ 24 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

 

ლებრონის გუნდი-დურანტის გუნდი         163:160 (47:45, 46:49, 45:45, 25:21)

ლებრონის გუნდი: კარი (50), ი. ანტენტოკუნმპო (30+12 მოხსნა+6 პასი), ჯეიმსი (24+8 პასი), დეროზანი (10), იოკიჩი (10+9 მოხსნა+8 პასი) – სასტარტო; გარლანდი (13), ალენი (10+9 მოხსნა), დონჩიჩი (8), ვანვლიტი (6), ბატლერი (2), პოლი (0).

დურანტის გუნდი: ემბიდი (36+10 მოხსნა), იანგი (13+10 პასი), უიგინსი (10), ტეიტუმი (8), მორანტი (6) – სასტარტო; ბუკერი (20), ბოლი (18), მიურეი (17), ლავინი (12), თაუნსი (9), გობერი (6), მიდლტონი (5).

* * *

კლივლენდში 2022 წლის „ყველა ვარსკვლავის უქმეების“ პირველი ორი დღე ტრადიციულ კონკურსებს დაეთმო.

 

ლეგენდების მატჩი

ბილ უოლტონის გუნდი-დომინიკ უილკინსის გუნდი 65:51.

MVP – ალექს ტუსანი

 

ამომავალი ვარსკვლავების ტურნირი

1/2 ფინალი

აიზია ტომასის გუნდი-ჯეიმს უორთის გუნდი 50:49

ტომასის გუნდი: ბეი (16), სტიუარტი (10+6 მოხსნა), ბეინი (10), აჩიუვა (6), ედვარდსი (4), ჰალიბერტონი (2+7 პასი), ჰარდი (2).

უორთის გუნდი: გრინი (20), საგსი (16), ენტონი (4), ბიჩემი (4), ჯონსი (3), გიდი (2+9 მოხსნა+6 პასი).

 

რიკ ბერის გუნდი-გერი პეიტონის გუნდი 50:48

ბერის გუნდი: მობლი (13+8 მოხსნა), კანინგემი (13+5 მოხსნა+6 პასი), ტეიტი (7+6 მოხსნა), ოკორო (6), დენიელსი (4), შენგიუნი (4), ვაგნერი (3).

პეიტონის გუნდი: მაკდენიელსი (12), ჰაილენდი (10), ბარნსი (9), ბოლი (8), დოსუნმუ (5), ჰენდერსონი (2), კუმინგა (2).

 

ფინალი

აიზია ტომასის გუნდი-რიკ ბერის გუნდი 20:25

ტომასის გუნდი: აჩიუვა (12), ბეი (5), ბეინი (3).

ბერის გუნდი: მობლი (5), კანინგემი (5), ტეიტი (5), დენიელსი (4), შენგიუნი (3), ვაგნერი (3).

 

ოსტატობის კონკურსი

კლივლენდის გუნდი (გამარჯვებული): ჯარეტ ალენი, დარიუს გარლანდი, ევან მობლი.

ახალბედების გუნდი: სკოტი ბარნსი (ტორონრო), კეიდ კანინგემი (დეტროიტი), ჯოშ გიდი (ოკლაჰომა).

ანტენტოკუნმპოს გუნდი: იანის ანტენტოკუნმპო, ტანასის ანტენტოკუნმპო, ალექს ანტენტოკუნმპო.

 

სამქულიანების კონკურსი

გამარჯვებული – კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა)

მონაწილეები – ლუკ კენარდი (კლიპერსი), პეტი მილსი (ბრუკლინი), ფრედ ვანვლიტი (ტორონტო), ტრეი იანგი (ატლანტა), ზაკ ლავინი (ჩიკაგო), დესმონდ ბეინი (მემფისი), სი ჯეი მაკოლუმი (ნიუ ორლეანი), კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა).

 

ჩატენვების კონკურსი

გამარჯვებული – ობი ტოპინი (ნიუ იორკი)

მონაწილეები – კოულ ენტონი (ორლანდო), ხუან ტოსკანო-ანდერსონი (გოლდენ სტეიტი), ობი ტოპინი (ნიუ იორკი), ჯეილენ გრინი (ჰიუსტონი).