NBA-ის ახალგაზრდული ლიგა 2019 წელსაც იქნება
NBA-ის ახალგაზრდული ლიგა 2019 წელსაც იქნება

NBA-მ ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ, მიმდინარე წელს უკვე განახორციელა ახალგაზრდული ლიგის გლობალური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას 14 წლამდე ბავშვები იღებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების 16 და დანარჩენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისგან შემდგარი 16 გუნდი, ერთმანეთს ორლანდოში დაუპირისპირდა. ბიჭების და ასევე გოგონათა გუნდებიდან საუკეთესო კანზასის გუნდი გამოდგა. NBA-ის ვიცე პრეზიდენტმა და ახალგაზრდული განვითარების ხელმძღვანელმა დევიდ კრიჩავსკიმ განაცხადა, რომ პროექტი 2019 წელსაც გაფართოებული სახით განხორციელდება.