მარკის რიდის 21 ქულა თურქეთის ჩემპიონატში #1TVSPORT

08:44, 01.11.2026

თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის მეექვსე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის, მარკის რიდის „ბაჰჩეშეჰირ კოლეჯი“ სტუმრად „ბორდო ბანდირმას“ დაუპირისპირდა და 88:103 დამარცხდა.

რიდი სტუმართა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო. საქართველოს ნაკრების წევრმა მოედანზე 26 წუთი და 20 წამი გაატარა, რა დროშიც 21 ქულა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მან 10 ორქულიანიდან — 6, ოთხი სამქულიანიდან — 2 და სამივე საჯარიმო სროლა გამოიყენა.

„ბაჰჩეშეჰირ კოლეჯისთვის“ ეს თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იყო.

მსგავსი