ნავალოვსკიმ ვარჯიში განაახლა - ტესტირების შედეგებით კმაყოფილი ვარ
ნავალოვსკიმ ვარჯიში განაახლა - ტესტირების შედეგებით კმაყოფილი ვარ

გიორგი ნავალოვსკის ბელარუსშია და ახალი სეზონის დაწყებისთვის მინსკის „დინამოსთან“ ერთად ემზადება.

ერთა ლიგაზე, 15 ნოემბერს, ანდორასთან გასვლით შეხვედრაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მარცხენა მცველმა ტვინის შერყევა მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია.

მაგრამ როგორც ჩანს, ახლა გამოცდილი ფეხბურთელი მომჯობინდა და სრულ მზადყოფნაშია. მინსკის „დინამოს“ ოფიციალური გვერდის გავრცელებული ცნობით, პირველ შეკრებაზე კარგი შედეგი რამდენიმე მოთამაშეს ჰქონდა, ერთ-ერთი მათგანი კი გიორგი ნავალოვსკი აღმოჩნდა.

„ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანს ახლა დავუბრუნდი და პირველად გუშინ ვივარჯიშე. ტესტირების შედეგებით კმაყოფილი ვარ და თავს კარგად ვგრძნობ“ – ამბობს ნავალოვსკი.

დატოვე კომენტარი