ნატო-ში საფრანგეთის წარმომადგენლობა - ნატო-სთან საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორობას საფრანგეთი მხარს უჭერს საჰაერო თავდაცვის ინიციატივით
ნატო-ში საფრანგეთის წარმომადგენლობა - ნატო-სთან საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორობას საფრანგეთი მხარს უჭერს საჰაერო თავდაცვის ინიციატივით

ნატო-სთან საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორობას საფრანგეთი მხარს უჭერს საჰაერო თავდაცვის ინიციატივით, – ამის შესახებ განცხადებას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ავრცელებს.

„ნატო-ში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში – საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს მოკავშირეებისთვის ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას, რომელსაც იგი თავისი საჰაერო თავდაცვის ინიციატივით უზრუნველყოფს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.