ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - რუსეთი უკრაინაში დამარცხების შემთხვევაშიც კი დარჩება სერიოზულ საფრთხედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის
რუსეთი უკრაინაში დამარცხების შემთხვევაშიც კი დარჩება სერიოზულ საფრთხედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა.
„როგორიც არ უნდა იყოს ომის შედეგი, რუსებს მაინც ექნებათ ისეთივე ამბიციები, ამიტომ საფრთხე არ ქრება“, – განაცხადა ბაუერმა.
მისი თქმით, მიუხედავად სამხედრო დანაკრგებისა, ნატო ელოდება, რომ რუსეთი შეეცდება სამხედრო პოტენციალის აღდგენას, უფრო მეტიც, გააძლიერებს მას.
„საერთო განცდა გვაქვს ასეთი, რომ რუსეთი შეეცდება, აღიდგინოს სამხედრო პოტენციალი. მათ ასევე ამ კონფლიქტიდან გამოიტანეს დასკვნები და შეეცდებიან იმის გაუმჯობესებას, რაც ჰქონდათ. ეს კი სამომავლოდ გავლენას მოახდენს ჩვენს გეგმებზე“, – განაცხადა ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა.