ნათია თურნავა - ძალიან ბევრ ბიზნესმენთან და პოლიტიკოსთან მქონდა ურთიერთობა, ეს არ უნდა იყოს სპეკულაციების საგანი
ნათია თურნავა - ძალიან ბევრ ბიზნესმენთან და პოლიტიკოსთან მქონდა ურთიერთობა, ეს არ უნდა იყოს სპეკულაციების საგანი

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უცნაურ ინსინუაციებს, რაც საკუთარ თავზე წაიკითხა, აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ აქვს და ისინი ექსპრომტად მოგონილს ჰგავს. მისი თქმით, ძალიან ბევრ ბიზნესმენთან და პოლიტიკოსთან ჰქონია ურთიერთობა და ეს არ უნდა იყოს სპეკულაციებისა და ინსინუაციების საგანი.

„მას შემდეგ, რაც გამოცხადდა ჩემი დანიშვნა, ძალიან ბევრი უცნაური სპეკულაცია მოვისმინე, წავიკითხე და სერიოზული პასუხის გაცემა არ შემიძლია. თქვენ თუ გადახედავთ ჩემს ბიოგრაფიას, ნახავთ, რომ ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი ხელმძღვანელ თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრ ბიზნესმენთან და პოლიტიკოსთან მქონდა ურთიერთობა. ცხადია, ეს არ უნდა იყოს სპეკულაციების და ინსინუაციების საგანი. ერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, თუკი ვინმეს წარმოვადგენ ამ მთავრობაში, თუკი ვინმეს ვლობირებ ამ შემთხვევაში, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, ეს არიან რიგითი მოქალაქეები, რომელთა გასაჭირსაც, ყველას ვპირდები, რომ გულთან ახლოს მივიტან. ეკონომიკის სამინისტრო უფრო გახსნილები ვიქნებით, კიდევ უფრო მეტად ვიკონტაქტებთ ბიზნეს წრეებთან, გავამარტივებთ სერვისებს რიგითი მოქალაქეებისთვის და მათი ხმა, მათი ლობისტი ვიქნები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.