აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქვემსუბუქ (bantamweight) წონით დივიზიონში 25 ივლისს ძალიან საინტერესო ბრძოლა შედგება. ნათანიელ ვუდის მეტოქე UFC-ის დებიუტანდი უმარ ნურმაგომედოვი იქნება. დაპირისპირება იასის კუნძულზე შედგება.
აღნიშნული ინფორმაცია ნურმაგომედოვის მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა „მო ჰოსანი 360″ – ის პოდკასტზე სტუმრობისას დაადასტურა.
ვუდმა უკანასკნელი ბრძოლა თებერვალში ჯონ დოდსონთან წააგო. მანამდე კი ნათანიელს ზედიზედ 8 დაპირისპირება ჰქონდა მოგებული. ვუდი „Cage Warriors“-ის ყოფილი ჩემპიონია. მან კარიერის მანძილზე დაამარცხა ჯონი ედუარდო, ანდრე ეველი და ჟოზე ქუინონესი.
რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვს, ხაბიბის ბიძაშვილმა კარიერაში ჩატარებული ყველა 12-ივე ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. თავდაპირველად მისი დებიუტი UFC-ში 18 აპრილს ჰანტერ აზურეს წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა.
25 ივლისის მთავარი ბრძოლა რობერტ ვიტეკერსა და დარენ ტილს შორის შედგება.