ნატალია ოთხმეზური კონფერენციაში კვირის მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ნატალია ოთხმეზური მეტრო ატლანტიკის კონფერენციაში კვირის ქალ მოთამაშედ დაასახელეს.
მან ეს აღიარება ამ კვირაში ეფექტური თამაშის წყალობით მოიპოვა: საშუალოდ 31.0 წუთში 12.3 ქულასა და 4.0 მოხსნას აგროვებდა. გარდა ამისა, ორქულიანებს 48.4%-იანი სიზუსტით სტყორცნიდა, სამქულიანებს – 34.5%-ით.
ოთხმეზურის „აიონა გაელსმა“ ბოლო შეხვედრა 8 დეკემბერს გამართა და „ჰოპსტრა“ 59:54 დაამარცხა. ნატალიამ 28 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.