„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ ვარსკვლავმა სტეფ კარიმ ეჭვი შეიტანა იმაში, რომ „ნასას“ ასტრონავტები მთვარეზე იმყოფებოდნენ. კარის განცხადების მოსმენის შემდეგ, „ნასას“ სპიკერმა ალად ბეუტელმა „ტი-ემ-ზი სპორტსთან“ (TMZ Sports) საუბრისას „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის“ 3-გზის ჩემპიონი ჰიუსტონში, „ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში“ დაპატიჟა, იმისათვის რომ მან ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი ნახოს და დარწმუნდეს რომ „ნასას“ მისია მთვარეზე რეალური იყო.