ჯენარო გატუზო კარლო ანჩელოტის „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვლის. ამის შესახებ „სქაი სპორტ იტალიას“ (Sky Sport Italia) ცნობილმა მიმომხილველმა ჯანლუკა დი მარციომ დაწერა.
გატუზომ, რომლის ბოლო სამუშაო ადგილი „მილანი“ იყო, „ნაპოლისთან“ 18-თვიანი კონტრაქტი შეათანხმა. ის დაიკავებს კარლო ანჩელოტის ადგილს, რომელიც სამშაბათს დაითხოვეს.
ადრე ვარაუდობდნენ, რომ „ნაპოლის“ გასვლა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ანჩელოტის გადაარჩენდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი 60 წლის მწვრთნელთან გამოთხოვება. სერია A-ში ნეაპოლელები მეშვიდე ადგილზე არიან და ორი თვეა ჩემპიონატში არ მოუგიათ.