„ნაპოლისა“ და „ინტერის“ ნახევარფინალი გაუქმებულია
„ნაპოლისა“ და „ინტერის“ ნახევარფინალი გაუქმებულია

იტალიის თასის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი „ნაპოლისა“ და „ინტერს“ შორის 5 მარტს აღარ გაიმართება. კორონავირუსის საფრთხის გამო, მატჩის გაუქმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა კამპანიას ოლქის ხელმძღვანელმა მარკო ვალენტინიმ.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ მეორე ნახევარფინალური მატჩი „იუვენტუსსა“ და „მილანს“ შორის ასევე გადატანილია გაურკვეველი ვადით.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, სააგენტო ANSA-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიის მთავრობა აპირებს ერთი თვით აკრძალოს ქვეყნაში ნებისმიერი სპორტული ღონისძიება.