„ნაპოლისა“ და „ჩელსის“ წარმომადგენლები რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის თაობაზე ერთმანეთს ლონდონში შეხვდებიან #1TVSPORT
2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე „ნაპოლის“ მიზანი ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს შეძენაა.
სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს, 22 აგვისტოს „ნაპოლის“ ხელმძღვანელები „ჩელსის“ წარმომადგენლებს ლუკაკუს თაობაზე ლონდონში შეხვდებიან.
იტალიური კლუბის მიზანია, 31 წლის ბელგიელი თავდამსხმელის საკითხი იქამდე გადაჭრას, სანამ ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით გამოსავალს იპოვის. ნიგერიელს ზაფხულის დასრულებამდე გუნდის დატოვება სურს.
ოფიციალური წინადადებით „ნაპოლიმ“ „ჩელსის“ ორშაბათს უკვე მიმართა, თუმცა ჯერ ლონდონური კლუბისგან პასუხი არ მიუღია, მოლაპარაკება გარკვეულ დეტალებზე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ლუკაკუმ გასული სეზონი იჯარის წესით „რომაში“ გაატარა, სადაც 47 თამაშში 21 გოლი გაიტანა.