„ნაპოლის“ ყოფილი მწვრთნელი - კვარაცხელია ტექნიკურად მსოფლიოს მწვერვალია და აქვს ის, რაც ჩემპიონობისთვისაა საჭირო #1TVSPORT
ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა „კორიერო დელო სპორტმა“ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ნეაპოლელები უკვე ჭკუიდან გადაჰყავს.
„ნაპოლის“ ყოფილი მწვრთნელი ჯოვანი გალეონე გიჟდება მასზე – „კვარაცხელია სამყაროს დასასრულია“. მწვრთნელი დასძენს – „მის გვერდით პაულო დიბალა რომ ყოფილიყო, ქალაქი ჭკუიდან გადავიდოდა“.
ჯოვანი გალეონემ ქართველი ფეხბურთელის შესახებ რადიო „გოლის“ გადაცემაში ისაუბრა.
იგი საუბრობს „ნაპოლზე“, გუნდთან დაკავშირებულ საკამთო საკითხებზე, მაგალითად, კულიბალის „ჩელსიში“ გადასვლაზე და აღიარებს, რომ კვარას ნიჭით აღფრთოვანებულია.
„კვარაცხელია? ეს ქართველი ტექნიკურად მსოფლიოს მწვერვალია. ის მართლა კარგია, მაგრამ მის გვერდით პაულო დიბალა რომ ყოფილიყო, ნეაპოლი ნამდვილად ჭკუიდან გადავიდოდა. საბოლოოდ, ამ ორიდან მხოლოდ ერთი ჩამოვიდა, რომელსაც მედიის მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცეოდა. მაგრამ უკვე დაუმტკიცა „ნაპოლის“ გულშემატკივრებს, რომ მას აქვს ის, რაც საჭიროა ჩემპიონობისთვის“, – ამბობს „ნაპოლის“ ყოფილი მწვრთნელი.