„ნაპოლის“ ყოფილი კაპიტანი მარეკ ჰამშიკი - კვარაცხელია წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობს #1TVSPORT
„ნაპოლის“ ყოფილი კაპიტანი მარეკ ჰამშიკი - კვარაცხელია წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობს #1TVSPORT

„ნაპოლის“ ყოფილმა კაპიტანმა, მარეკ ჰამშიკმა ​ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ მოახლოებულ შეხვედრაზე გამოცემა Dazn-თან ​ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

 

ჰამშიკიტრაბზონსფორისა“ და სლოვაკეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველია. სლოვაკეთის საუკეთესო ფეხბურთელად 8-ჯერ (2009, 2010, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018 წლებში) დაასახელეს.

„გუნდიდან წასვლის შემდეგაც ვადევნებ თვალს „ნაპოლის“ თამაშებს. ბოლო ორი სეზონი გუნდმა ძალიან ძლიერად დაიწყო, მაგრამ წელს უფრო თავდაჯერებული მეჩვენება, ვიდრე – შარშან. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის დიდი სიურპრიზია. შესაძლოა, ვიღაც იცნობდა, მე მასზე ბევრი არ ვიცოდი. წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობს და არაჩვეულებრივ რაღაცებს აკეთებს“, – ამბობს ჰამშიკი.

ჰამშიკის პირველი პროფესიული კლუბი ​ბრატისლავისსლოვანი“ იყო. მის შემადგენლობაში დებიუტი 16 წლისას ჰქონდა. ექვსი თვის შემდეგ კი იტალიაში გადავიდა. ჰამშიკმა ორი სეზონი გაატარა სერია B-სბრეშაში“ (2004-2007 წლებში). „ბრეშადან“ „ნაპოლიში“ გადავიდა (2007-2019 წლებში 408 მატჩი ჩაატარა და 100 გოლი გაიტანა) და იმ დროისთვის კლუბის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა, დიეგო მარადონას შემდეგ.

სლოვაკი სწრაფად ჩამოყალიბდა ნეაპოლელთა ერთ-ერთი ლიდერად. ბევრი შეთავაზება ჰქონდა ევროპის ტო-კლუბებიდან, მაგრამ „ნაპოლიში“ დარჩა და 2013 წელს გუნდის კაპიტანიც გახდა.

იტალიური კლუბის შემადგენლობაში მან ორჯერ მოიგო იტალიის თასი, ერთხელ – იტალიის სუპერთასი. „ნაპოლიში“ ჩატარებული თამაშების რაოდენობით ჰამშკი რეკორდსმენი გახდა. 2019 წელს გუნდი დატოვა და კარიერა ჩინურ „დალიანში“ განაგრძო. ორი სეზონის შემდეგ შვედურ „გიოტებორგში“ გადავიდა , 2021 წლიდან კი „ტრაბზონსფორის“ მოთამაშეა.