„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი - კვარაცხელიას შეძენით დაინტერესებულები იყვნენ, მაგრამ ჩვენ მასთან კონტრაქტის განახლებაზე ვმუშაობთ #1TVSPORT
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ Sky Italia-ს განუცხადა, რომ კვარაცხელიას მიმართ ინტერესი არაერთმა გუნდმა გამოთქვა, მაგრამ იმედოვნებს, რომ ქართველი ფეხბურთელი ხელშეკრულებას მალე გაახანგრძლივებს.
„კვარაცხელიას კიდევ სამი წელი აქვს კონტრაქტი. მისით კლუბები დაინტერესებულები იყვნენ, მაგრამ ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელება გვინდა და ხვიჩას აგენტებთან კონტრაქტის განახლებაზე ვმუშაობთ“, – ამბობს „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის მოქმედი ხელშეკრულება „ნაპოლისთან“ 2027 წლის 30 ივნისს იწურება.