„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი - კვარაცხელია და ოსიმენი ძმებივით არიან და დარწმუნებული ვარ, ინციდენტი ამოიწურება #1TVSPORT
„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი მაურო მელუზო დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის ინციდენტი მალე დასრულდება, – ამის შესახებ სერია A-ს პარტნიორ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ოსიმენი და კვარა ძმებივით არიან. მგონია, რომ მათ უკვე ისაუბრეს. დარწმუნებული ვარ, როცა ვიქტორი აფრიკის თასიდან დაბრუნდება, ერთმანეთს ძმებივით ჩაეხუტებიან“, – განაცხადა „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, მაურო მელუსო DAZN-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი ახლა „ნაპოლის“ ვერ ეხმარება და ნიგერიის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასისთვის ემზადება, რომელიც 14 იანვარს კოტ-დივუარში დაიწყება.
ამასობაში, „ნაპოლიმ“ 16 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიტანა და მოიგო („სალერნიტანასთან“ 3:1). ხვიჩა კვარაცხელიამ კი ბოლო პერიოდში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.