„ნაპოლის“ პრეზიდენტმა ჰამშიკის ჩინეთში გადასვლა გამოაცხადა
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა ჰამშიკის ჩინეთში გადასვლა გამოაცხადა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავის „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი კარიერას ჩინეთის „დალიან იფანში“ გააგრძელებს. 69 წლის იტალიელმა ფუნქციონერმა 31 წლის სლოვაკს ახალ კლუბში წარმატებები უსურვა.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ „დალიანი“ „ნაპოლის“ 20 მილიონ ევროს გადაუხდის. ნახევარმცველი ჩინურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ჯამში 27 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ჰამშიკი „ნაპოლიში“ „ბრეშადან“ 2007 წელს გადავიდა და 2019 წლამდე თამაშობდა. სულ მან ამ იტალიური კლუბის რიგებში 520 მატჩი ჩაატარა და 120 გოლი გაიტანა. ორივე მაჩვენებელი საკლუბო რეკორდია.
„ნაპოლისთან“ ერთად ჰამშიკმა ორჯერ მოიგო იტალიის თასი და ერთხელ ქვეყნის სუპერთასი.

2013 წლიდან სლოვაკი „ნაპოლის“ კაპიტანია.