„ნაპოლის“ პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ სპალეტი გუნდის მთავარ მწვრთნელად რჩება #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ სპალეტი გუნდის მთავარ მწვრთნელად რჩება #1TVSPORT

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ კლუბი მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეინარჩუნებს ლუჩანო სპალეტის – მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ამ სეზონში მარცხი განიცადა ტიტულისთვის ბროლაში.

„სპალეტი – უმაღლესი დონის მწვრთნელია. მას აქვს ხელშეკრულება და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არის ორწლიანი კონტრაქტი ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. სპალეტი აქ დარჩება.

თავიდან უნდა გამეცნო მწვრთნელი, როგორც ადამიანი. და, ჩემი აზრით, როგორც მწვრთნელი, ის შესანიშნავია, ადამიანი კი სერიოზული. ეს ორი ის რამეა, რაც მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამჯერად მიზანში მოვარტყი“, – მოჰყავს დე ლაურენტისის სიტყვები Football Italia-ს.

სერია A-ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „ნაპოლიმ“ გაინაღდა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში.