„ნაპოლის“ პრეზიდენტის განცხადებით, ვიქტორ ოსიმენი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტის განცხადებით, ვიქტორ ოსიმენი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ტელეკომპანია Rai-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი კლუბში 2026 წლამდე დარჩება.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, ოსიმენი სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, ის სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე, ნიგერიელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევრო იქნება.

ვიქტორ ოსიმენი გასულ წელს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 26 გატანილი გოლით და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად დიდი როლი ითამაშა „ნაპოლის“ ჩემპიონობაში 33 წლის შემდეგ. მოქმედი ხელშეკრულება კლუბთან მას 2025 წელს ეწურება.

24 წლის ოსიმენი იტალიურ გუნდს 2020 წელს ფრანგული „ლილიდან“ შეუერთდა.