„ნაპოლის“ პრეზიდენტი - გარსია მისსავე პრეზენტაციაზე უნდა გამენთავისუფლებინა, მან თქვა, რომ გუნდის არც ერთი თამაში არ ჰქონდა ნანახი #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნანობს ზაფხულში რუდი გარსიას მთავარ მწვრთნელად დანიშვნას. ფრანგი სპეციალისტი ცუდი შედეგების გამო ნოემბრის შუაში დაითხოვეს.
„პრეზენტაციაზე ასე უნდა მეთქვა: „მე ის წარგიდგინეთ, ახლა კი მიდის“. მან მითხრა, რომ არ იცის რას წარმოადგენს „ნაპოლი“ და მისი არც ერთი თამაში არ უნახავს. მან ეს რამდენჯერმე გაიმეორა.
საკმარისი იქნებოდა გარსიას შეენარჩუნებინა ის ფეხბურთი, რომელიც მას სპალეტიმ დაუტოვა, ამის ნაცვლად მან მოითხოვა კარგი მწვრთნელის განთავისუფლება, რათა ვიღაც თავისიანი მოეყვანა“, – განაცხადა დე ლაურენტისმა გაზეთ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.