„ნაპოლის“ პრეზიდენტი ახალი მწვრთნელის ძიებაშია, კანდიდატებს შორის ლუის ენრიკეც ფიგურირებს #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი ახალი მწვრთნელის ძიებაშია, კანდიდატებს შორის ლუის ენრიკეც ფიგურირებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლუის ენრიკესა და სერხიო კონსეისაოს პირადად დაუკავშირდა და გუნდის გაწვრთნასთან დაკავშირებით მათი აზრი მოისმინა, – ინფორმაციას napolipiu ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დე ლაურენტისი ისეთ სპეციალისტს ეძებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე მუშაობის გამოცდილება აქვს, ამ მხრივ კი ლუის ენრიკე ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის მიუხედავად, ესპანელმა სპეციალისტმა „ბარსელონასთან“ ერთად უდიდეს წარმატებას მიაღწია როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე – ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა მისი სამსახურით ასევე დაინტერესებულნი არიან „პარი სენ-ჟერმენი“ და „ტოტენჰემი“.

Napolipiu იმასაც გვამცნობს, რომ იტალიის ჩემპიონი ლუის ენრიკეს ანაზღაურების სახით 5 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო ბონუსების გათვალისწინებით, მისი წლიური ანაზღაურება, შესაძლოა, 7.5 მილიონ ევრომდეც გაიზარდოს.

რაც შეეხება სერხიო კონსეისაოს, „პორტოს“ მთავარი მწვრთნელი წარსულში ახლოს იყო „ნაპოლის“ ჩაბარებასთან. მასთანაც, გამოცემის ინფორმაციით, დე ლაურენტისი აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს. ასევე განიხილება ვიჩენცო იტალიანოს ვარიანტი, რომელიც „პარტენოპეის“ პრეზიდენტმა საჯაროდ შეაქო.