„ნაპოლის“ მწვრთნელი - პოლიტანო კვარაცხელიასა და ლუკაკუსგან განსხვავდება #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელი - პოლიტანო კვარაცხელიასა და ლუკაკუსგან განსხვავდება #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემატალანტასთან“ მატჩამდე ორი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხო.

ატალანტა“ ძლიერი გუნდია, მოიგო ევროპალიგა, სადაც დაამარცხა ლევერკუზენის „ბაიერი“, რომელსაც გრძელი წაუგებელი სერია ჰქონდა. ჩვენი მეტოქე დღეს ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური გუნდია. გასპერინიმ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა და მე მას დიდ პატივს ვცემ.

საკმარისად შევისწავლე „ატალანტა“ და კარგად გავიგე გასპერინის თამაში. მის წინააღმდეგ კარგად უნდა მოვემზადოთ არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ მწვრთნელების დონეზეც. მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ, რას უნდა ელოდონ. „ატალანტა“ მოედნის ყველა მონაკვეთზე პრესინგს ახორციელებს. ამიტომ მათთან ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება.

კმაყოფილი ვართ თუ არა კვარაცხელიასა და ლუკაკუს თამაშით? „მილანთან“ მოგება ყველას დამსახურება იყო. საერთოდ, არასდროს მიყვარდა ცალკეული მოთამაშეების დამსახურების გამორჩევა. ამიტომ ვსაუბრობ გუნდზე და მიხარია, რომ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც საკუთარ თავზე თამაშს იღებენ და გააქვთ, აგრეთვე ისინი, ვინც კარგად გვიცავს.

ჩვენ ერთად ვიცავთ თავს და ერთად ვუტევთ. ამ კუთხით პოლიტანო გუნდური სულისკვეთების განსახიერებაა. მანაც რაღაც იდეები ჩამაწვეთა, რადგან შეუძლია დაბლა დაიხიოს და საჭიროების დროს დაცვას დაეხმაროს. ამით პოლიტანოსთან ყველაზე ახლოს ნგონგეა, კვარაცხელიასა და ნერეშისგან კი ძალიან განსხვავდება“, – ამბობს ანტონიო კონტე.