„ნაპოლის“ მწვრთნელი ლუჩანო სპელეტი - კვარაცხელიამ ბოდიში მოიხადა, პასი რომ არ გააკეთა, ამ ბიჭებით მარადონაც იამაყებდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთან“ დიდი გამარჯვების (6:1) შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
„როდესაც „კრუიფი არენას“ მსგავს სტადიონზე ხვდები, თავდაჯერებულად და ნერვიულობის გარეშე თამაში ყველაზე რთული ამოცანაა. მაგრამ გუნდი არ მოდუნდა, შედეგის მიუხედავად უტევდა და შესანიშნავი შედეგი აჩვენა. ეს არის კმაყოფილება ყველა ნეაპოლელისთვის, ვინც ჩამოვიდა ამსტერდამში ან თამაშს ნეაპოლში უყურებდა, რადგან ვიცით, რამდენად ზრუნავენ ისინი გუნდზე.
შედეგის გარდა, შესრულებამ გამახარა, რაც უმაღლეს დონეზე იყო. ეს ფეხბურთელებს დამსახურებაა, რადგან მთელი ევროპის თვალწინ ასე სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშეს.
მოთამაშეებს დიდი სურვილი აქვთ, საქმისადმი სწორი მიდგომით გამოვიდნენ მოედანზე და ნებისმიერ დროს ივარჯიშონ. ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და შესაბამისად, ყველაფერი უფრო ადვილი ხდება. დღეს ისეთი სპექტაკლი დადგეს, რომ მათით თვით მარადონაც იამაყებდა.
გვაქვს ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის კარგი შანსი, მაგრამ ჯერ ამას ოფიციალურად უნდა მივაღწიოთ. „აიაქსი“ ძლიერი კლუბია, რომელიც ყოველწლიურად შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. ეს კიდევ უფრო მეტ ღირებულებას მატებს ჩვენს თამაშს ლამაზ სტადიონზე, სადაც შესანიშნავი ატმოსფერო იყო.
საიდან მოდის გამარჯვება? კარგი ინდივიდუალისტები გვყავს, მაგრამ გუნდურად ვთამაშობთ. ყველამ დავინახეთ, როგორ მნიშვნელოვანი შეტევები განახორციელეს ლოზანომ და კვარაცხელიამ. კვარამ ბოდიში მოიხადა თანაგუნდელებს ორ მომენტში პასი რომ არ გაუკეთა. ძლიერია და შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოსწონს? ასე არაა, რადგან უნდა ვიფიქროთ სწორ თამაშზე.
კვარამ მითხრა: „ბოდიში, რომ შეცდომა დავუშვი“, მე კი ვურჩიე: „ეს თანაგუნდელებსაც უთხარი“. ჩვენ გვეყოლება კიდევ უფრო უკეთესი „ნაპოლი“, თუ გუნდურ სულისკვეთების გაზრდას მოვახერხებთ!“ – ამბობს ლუჩანო სპალეტი.