„ნაპოლის“ მწვრთნელი - კვარაცხელიასა და ოსიმენს ვეტყვი, რომ „ნაპოლის“ მაისურით კარგად თამაშზე იფიქრონ, დანარჩენი არ მაინტერესებს #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელი - კვარაცხელიასა და ოსიმენს ვეტყვი, რომ „ნაპოლის“ მაისურით კარგად თამაშზე იფიქრონ, დანარჩენი არ მაინტერესებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს, ვალტერ მაძარისსალერნიტანასთან“ შაბათის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რას ფიქრობს გუნდის ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშეებს შორის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტსა და ვიქტორ ოსიმენს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებაზე.

ქართველი თავდამსხმელი „ნაპოლისთან“ ერთად „სალერნიტანასთან“ სერია A-ს მატჩისთვის ემზადება, ხოლო ვიქტორ ოსიმენი ნიგერიის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასზე ითამაშებს.

„მე ეს (დაპირისპირება) არ მაწუხებს, რადგან ახლა მხოლოდ „ნაპოლის“ ფაქტორია გასათვალისწინებელი. ვცდილობ, ფეხბურთელებს ვესაუბრო და კარგად ვავარჯიშო. ცხადია, გუნდის ცხოვრებაზე გარკვეულ გავლენას აგენტებიც ახდენენ, მაგრამ მოთამაშეებს მხოლოდ თამაშზე უნდა შეეძლოთ ფიქრი და თანაგუნდელების დახმარება. ჩვენს ობიექტივში ახლა მხოლოდ „ნაპოლია“. ამავეს ვეტყვი კვარაცხელიას და მეორეს (ოსიმენსაც), როდესაც აფრიკის თასიდან დაბრუნდება. როცა ამ გუნდში შემოაბიჯებ, მხოლოდ მისი მაისურით კარგად თამაშზე უნდა ვიფიქროთ, დანარჩენი არ მაინტერესებს“, – განაცხადა „ნაპოლის“ მწვრთნელმა.

ნაპოლი სერია A-ში მეცხრე ადგილზეა და 20 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ინტერს“. წინა ტური ნეაპოლელებმატორინოსთან“ ჩააგდეს და 3:0 დამარცხდნენ. კითხვაზე, გრძნობს თუ არა ის კვლავ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის ნდობას, მაძარიმ უპასუხა: „ეს არასოდეს მაინტერესებდა. სანამ აქ ვარ, გუნდის მოტივირებას შევეცდები და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვწუხვარ იმ მატჩების გამო, რომლებიც ვერ მოვიგეთ. დანარჩენი პრობლემა არ არის“.