„ნაპოლის“ მწვრთნელი - კვარაცხელია ძალიან ძლიერია, მისი შრომისმოყვარეობა დასაფასებელია #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელი - კვარაცხელია ძალიან ძლიერია, მისი შრომისმოყვარეობა დასაფასებელია #1TVSPORT

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე „ბოლონიასთან“ მოგებული მატჩი (3:0) შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„ეს არის პირველი სამი ქულა, რომლიც ჩვენი შემოტრიალების დასაწყისი უნდა გახდეს. მე კი „ნაპოლის მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ, რადგან „ბოლონია” ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და გასულ სეზონში დაამტკიცა, რომ დიდი გუნდია.

ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ყველაფერს 200%-ით ვაკეთებთ. გუნდში კი ერთიანობა გვჭირდება. მატჩის ყოველ წამში ვხედავდი, რომ ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა. სხვა საქმეა, რომ შესანიშნავი მეტოქის წინააღმდეგ ბევრი სირთულე შექგვემნა.

რაც შეეხება ლუკაკუს დამატებას, იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დავიმატებთ. ბევრმა მოთამაშემ არ იცის, დარჩება თუ წავა. ვფიქრობ იმ დღეზე, როდესაც სატრანსფერო „ფანჯარა“ დასრულდება.

კვარასგან ასეთი თამაშის იმედი მაქვს. ხვიჩა ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია. ჩვენ უნდა დავაფასოთ ისიც, თუ როგორი მონდომებით ვარჯიშობს, შრომას კი შედეგი ყოველთვის მოაქვს და გუნდისთვის ეს რთული პერიოდიც გადალახა“, – განაცხადა ანტონიო კონტემ.