„ნაპოლის“ მწვრთნელი - „კალიარისთან“ უკეთ თამაში შეგვეძლო, კვარაცხელია ცოტა ჩაკეტილია #1TVSPORT
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ „კალიარისთან“ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
„ვიცოდით, რომ „კალიარი“ საკუთარ მოედანზე თამაშს აქტიურად დაიწყებდა, ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ ბევრი ბურთი დავკარგეთ და პირველი ტაიმის შედეგზე ამანაც იმოქმედა. მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ, ორი გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოვიყენეთ.
ბოლო დღეებში ბევრი საუბარი გვქონდა ფეხბურთელებთან. გუნდი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, ჩვენი პრობლემა უფრო ფსიქოლოგიური ხასიათისაა. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდი დასჭირდება მის მოგვარებას – უნდა ვიშრომოთ, რადგან დიდი დრო არ გვაქვს.
კვარაცხელია ბოლო ორ თამაშში ყველაფერს აკეთებდა, რასაც მისგან ვითხოვდი. ხანდახან თავის საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენს, თითქოს ცოტა ჩაკეტილია, მაგრამ ხვიჩა ფანტასტიკური ფეხბურთელია, ვფიქრობ, მალე ძველებურად ათამაშდება.
რაც შეეხება ოსიმენს, ჩემი აზრით, ის აფრიკის თასიდან ცოტა გადაღლილი დაბრუნდა. მასთან ბევრი არ გვისაუბრია, რადგან ამის საჭიროება არ იყო“, – განაცხადა კალცონამ.